რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი დარღვევების მიხედვით, ქალაქ სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას. საუბარია მთელ რიგ სამშენებლო პროექტებზე, რომელთა დასრულებაც დროულად ვერ ესწრება. ამ პერიოდისთვის დაგეგმილი სამუშაოების მხოლოდ 74% არის შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფო ისე კერძო კომპანიებს ეკისრებათ. შეფერხებული 76 ობიექტიდან 28 ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნაგებობა უნდა იყოს, რომელთა აშენება კერძო კომპანიებს არ შეუძლიათ და ის ბოლომდე სახელმწიფოს პრეროგატივაა...
26 დეკემბერს აფხაზეთის „პარლამენტმა“ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების - აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ -რატიფიცირება მოახდინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივი ბაზების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის ფაქტს მიესალმა და აღნიშნა, რომ „რუსეთი, სადაც ეს შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია, აფხაზური მხარის ამ სერიოზულ ნაბიჯს მიესალმება. შეთანხმება, რომელიც დროებით მისი ხელმოწერის დღიდან გამოიყენებოდა, მალე ძალაში შევა...
2011 წლის თებერვალში, ყაბარდო–ბალყარეთში არალეგალური, ანტივაჰაბიტური ორგანიზაცია „შავი ქორების“ შექმნის შესახებ გახდა ცნობილი. მისი წევრები ელექტრონული მედიით გავრცელებულ მიმართვაში აცხადებდნენ, რომ გამოავლენენ და გაანადგურებენ ყველა იმ ტერორისტს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას. რამდენიმე დღის შემდეგ ე.წ. „ქორებმა“ ცნობილი „ბოევიკების“ (ასტემირ მამიშევი, ასპარუხ შამოევი) ოჯახებზე და ნათესავებზე ძალადობრივი თავდასხმები განახორციელეს და ამის შესახებ პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღეს...
მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ელოდება ირანის გარშემო შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას. როგორი იქნება ის? საღი აზრი გაიმარჯვებს თუ მაინც უგუნურობის მომსწრენი გავხდებით? მოვლენების განვითარებაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მათი უმეტესობა პესიმისტურია. მსოფლიო თითქოს უკვე შეეგუა ირანზე თავდასხმის გარდაუვალობას. იმის მიუხედავად, მოხერხდება თუ არა თეირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება, შედეგი მაინც სავალალო იქნება. ახალი ძალით იფეთქებს ტერორიზმი, რასაც ათეულობით და ასეულობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვება...
ალბათ ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება 16 ნოემბერს, ინტერნეტ გამოცემა habar.org-ზე გამოქვეყნებულ მუსა იუსუპოვის პუბლიკაციას (http://www.habar.org/?p=9469), რომელშიც იგი, სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ კრემლი, სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, გეგმავდა ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემატიკაზე მომუშავე ”ურჩი” ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ლიკვიდირებას, ვინაიდან ისინი გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ რუსეთის ხელისუფლების იმიჯს...
ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი მედიის განხილვის თემას, რუსეთში წარმოქმნილი მასშტაბური სამოქალაქო საპროტესტო მუხტი წარმოადგენს, რომლის მთავარი ლოზუნგია „რუსეთი პუტინის გარეშე“! ხშირად წავაწყდებით ცნობილი გამომცემლობების სტატიებს ისეთი სათაურებით, როგორიცაა - „რუსეთის ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას სილა გააწნა“, „რუსეთის საშუალო ფენა პუტინს უარს ეუბნება“, „არაბული გაზაფხული კრემლს მოადგა“ და ა.შ...
ცხინვალში, 2011 წლის ,,საპრეზიდენტო არჩევნებთან” დაკავშირებული ბატალიები დასრულდა იმით, რომ 11 დეკემბრიდან ,,პრეზიდენტის” სავარძელი დაიკავა (დროებით თუ ხანგრძლივად, ეს კიდევ გასარკვევია) პრემიერ-მინისტრმა, სულ რამოდენიმე თვის წინ, დე-ფაქტო საინფორმაციო საშუალებების მიერ, ,,ჩელიაბინსკელ მაფიოზად” წოდებულმა, ვადიმ ბროვცევმა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სსრკ-ს დროსაც კი არ დანიშნულა საოლქო კომიტეტის პირველ მდივანად არაოსი...
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა იმ ექსპერტებისა და ანალიტიკოსების რაოდენობამ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ”არაბული გაზაფხულის” ანალოგიური პროცესების განვითარებას ვარაუდობენ. რა თქმა უნდა, ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი რეალურად არსებობს, რადგან რეგიონში უკვე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რთული ვითარებაა შექმნილი, პერიოდულად კი დაძაბულობა პიკს აღწევს...
მსოფლიოში ჩერქეზული ერის წარმომადგენელთა საერთო რიცხვი სხვადასხვა გათვლებით ოთხიდან ექვს მილიონამდე მერყეობს, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ისტორიული სამშობლოდან შორს, დევნილობაში ცხოვრობს. ძირითადად ეს იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიის დამპყრობლური პოლიტიკის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მშობლიური მიწის მიტოვება მოუწიათ...
25 ნოემბერს, ქ.მახაჩკალაში, რუსული თეატრის წინ მდებარე ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით სამი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათი უკმაყოფილება მიმართული იყო მოქალაქეების გაუჩინარებისა და სამმართალდამცავი ორგანოების თვითნებური ქმედებების წინააღმდეგ. მოგვიანებით, მებრძოლების ადაპტაციის კომისიის წევრმა, აბას კებედოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიტინგში გაცილებით მეტ ადამიანს სურდა მონაწილეობა, თუმცა ხელისუფლებამ მათ ხელოვნურად შეუქმნა დაბრკოლებები...
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
რუსეთში კავკასიელთა სიძულვილის ახალი ტალღა გორდება [19-11-2009 / 15:22]
კავკასიის ოსური რუკა [13-03-2010 / 13:19]
აზერბაიჯანი და სომხეთი: გამალებული შეიარაღება - მშვიდობის გარანტი? [18-01-2011 / 14:32]
ჩრდილოეთ კავკასია - იმედგაცრუების ერთი წელი [04-06-2010 / 13:29]
რუსეთის აუხდენელი ოცნება - კავკასია კავკასიელების გარეშე [13-09-2010 / 12:27]
პუტინის ზიზღის მთავარი ობიექტი [20-12-2010 / 12:05]
რუსეთი სააკაშვილის წინააღმდეგ მოკავშირეებს ყიდულობს [25-01-2011 / 11:42]
ჩეჩნეთში დაპირისპირება მწიფდება [24-03-2010 / 12:10]
თათრეთის რესპუბლიკაში არსებული ტენდენციები [25-12-2010 / 13:14]
რუსი ულტრანაციონალისტები და საფრთხე ოლიმპიური თამაშებისთვის







